ამ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეროვნული ძალების გამოკვეთილი ლიდერი მერაბ კოსტავა იყო. 1989 წლის 4 აპრილიდან საპროტესტო ტალღამ თბილისში გადმოინაცვლა და ფოკუსიც შეიცვალა. აფხაზეთის საკითხთან ერთად აქციამ მკვეთრად ანტისაბჭოთა ხასიათი მიიღო და მომიტინგეებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნაც წამოაყენეს. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადამწყვეტი ზომებისთვის მიემართა და პოლიტბიუროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. მიტინგის დაშლის ოპერაციას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი ხელმძღვანელობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს ჰქონდათ ცნობა მისი დაშლის გადაწყვეტილების შესახებ, მათ უარი განაცხადეს დაშლაზე. მიტინგის დაშლის ოპერაცია 9 აპრილს, დილის 4 საათისთვის დაიწყო. მომიტინგეები ფაქტიურად ალყაში იყვნენ მოქცეული.სადამსჯელო რაზმს წინ ჯავშანტექნიკა მოუძრვებოდა თუმცა უშუალოდ დაშლის ღონისძიებას ხელკეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებული სპეცრაზმელები ახორციელებდნენ. დაშლისას აგრეთვე გამოყენებული იქნა მომწამვლელი გაზი. დარბევის შემდეგ გარდაიცვალა 19 ადამაინი, რომელთაგან 16 ქალი იყო. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა. 9 აპრილის ტრაგედია გადამწყვეტი აღმოჩნდა ქართველი ერის კონსოლიდაციისათვის. ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო რეაბილიტირება და მისი ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო. ერთი წლის შემდეგ, 1990 წლის 28 ოქტომბერს უზენაესი საბჭოს არჩევნებში ხმათა უმრავლესობა(54%) მიიღო საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”-მ, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.14 ნოემბერს საბჭომ პირველ სესიაზე თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. კიდევ ერთი წლის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას, რის საფუძველზეც, 1991 წლის 9 აპრილს 12 საათსა და 30 წუთზე საქართელოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.დაღუპულთა სია
აზა ადამია - 22 წლის
ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის
თამუნა დოლიძე - 28 წლის
ეკა ბეჟანიშვილი - 15 წლის
ნატო გიორგაძე - 23 წლის
თამარ ჭოველიძე - 16 წლის
თინა ენუქიძე - 70 წლის
ნინო თოიძე - 22 წლის
ზაირა კიკვიძე - 61 წლის
მანანა ლოლაძე - 34 წლის
თამარ მამულაშვილი - 50 წლის
მამუკა ნოზაძე - 21 წლის
ნანა სამარგულიანი - 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი - 35 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის
მზია ჯინჭარაძე - 43 წლის
მანანა მელქაძე - 26 წლის
გია ქარსელაძე - 25 წლის
ვენერა მეტრეველი - 45 წლის
გააზიარეთ